დიმიტრი ქუმსიშვილი – ლარის კურსის გამყარება მთლიანად ემთხვევა იმ მოლოდინს, რომელიც 2015 წლის ბოლოს გვქონდა

ლარის კურსის გამყარება მთლიანად ემთხვევა იმ მოლოდინს, რომელიც საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს ჰქონდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც ამ დროისთვის ლარის კურსის გამყარებაზე მოქმედებს. ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად ვიცე-პრემიერმა დაასახელა ტურიზმი, რომელიც ზრდადი მაჩვენებლებით გამოირჩევა, შესაბამისად, ტურიზმიდან შემოსული სავალუტო ნაკადები პირდაპირ აისახება ლარის კურსზე. ვიცე-პრემიერმა ასევე დაასახელა ნავთობის ფასის სტაბილურობა და საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვის ზრდა, რომელიც, მისი შეფასებით, ლარის კურსზე დადებითად აისახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები