შსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს.
შს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის და დანაყოფის თანამშრომლები უკვე მეორე წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით სისხლის გაღების აქციებს ყოველ კვირას ატარებენ.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, აქციის მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.