ლარი გამყარებას განაგრძობს

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გამყარდა.
ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1628 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1878 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0250 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4377 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4788 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0411 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები