იაპონია მთვარეზე კოსმოსური ზონდის გაშვებას გეგმავს
2019 წლის მარტიდან 2020 წლის აპრილამდე შუალედში კომპანია Mitsubishi Electric Corp მთვარეზე პირველი იაპონური კოსმოსური ზონდის გაშვებას აპირებს. იგეგმება მთვარეზე ზონდის დაშვება. კომპანიამ უკვე გააფორმა შესაბამისი კონტრაქტი და კოსმოსური აპარატის აწყობა დაიწყო.
პროგრამის ღირებულება 163 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ზონდის წონა 130 კილოგრამს შეადგენს. დედამიწაზე მისი დაბრუნება დაგეგმილი არ არის.