„ლიბერთი ბანკი“ “ჰანიველ პარტნერსის“ მმართველს პასუხობს

„ლიბერთი ბანკი“ “ჰანიველ პარტნერსის“ მმართველის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი რუხაძემ „ლიბერთი ბანკის“ აქციების საკონტროლო პაკეტის შესყიდვის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც „კვირას“ „ლიბერთი ბანკიდან“ აცნობეს, ბანკი ჩვეულ რეჟიმში ავრცელებს მუშაობას.
„ბანკი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას. ცოტა ხნის წინ ბანკმა 2016 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ბანკი მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს (წმინდა მოგება – 7.8 მილიონი ლარი, ROAE – 23.05% გაწლიურებული, ROAA – 2.03% გაწლიურებული). ბანკის სტაბილურად კარგი შედეგებიდან გამომდინარე, ინვესტორთა დაინტერესება ბანკის აქციების შეძენით გასაკვირი არ უნდა იყოს, და ზოგადად, მისასალმებელია, თუმცა ნებისმიერი გარიგება ბანკის აქციონერების პრეროგატივაა და ბანკი მიმდინარე მოლაპარაკებებსა თუ სავარაუდო ან შესაძლო გარიგებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს“, – ნათქვამია „ლიბერთი ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “ჰანიველ პარტნერსის” მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ჰანიველ პარტნერსი” “ლიბერთი ბანკის” აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები