„ლიბერთი ბანკის“ აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვას “ჰანიველ პარტნერსი” გეგმავს

„ლიბერთი ბანკის“ აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვას “ჰანიველ პარტნერსი” გეგმავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ჰანიველ პარტნერსის” მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ განუცხადა.
“ჩვენ ახლა ვუყურებთ “ლიბერთი ბანკს”. იმედია, მალე მოვახერხებთ გამოცხადებას, რომ ვიყიდეთ საკონტროლო პაკეტი ამ ბანკში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი რუხაძემ.
მისივე თქმით, ეს არის “ჰანიველ პარტნერსის” პროექტი. რუხაძის განმარტებით, “ჰანიველ პარტნერსი” არ არის პატარკაციშვილების ოჯახის კუთვნილი კომპანია, თუმცა პატარკაციშვილების ოჯახი კომპანიის ერთ-ერთი მსხვილი კლიენტია და მის აქტივებს სწორედ “ჰანიველ პარტნერესი” მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები