ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1878 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2003 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0125 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.4788 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.4903 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0115 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები