აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 214.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4 %-ით (3.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.3 % იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს ქვეყნებია საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ, თურქეთი, ისრაელი, უკრაინა და აზერბაიჯანი. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 91.8 % მოდიოდა. მიმდინარე წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.3 მლნ აშშ დოლარი (37.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, გასული წლის აპრილში კი – 14.5 მლნ აშშ დოლარი (32.8 მლნ ლარი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები