ლარი ისევ მყარდება
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 17 მაისს 2.2003 ლარი იქნება. 14 მაისს ოფიციალური კურსი 2.2068 იყო. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. 17 მაისს ერთი ევროს შეძენა 2.4903 ლარად იქნება შესაძლებელი.