ეკონომიკის სამინისტრო ავიაკომპანიებს კინოინდუსტრიის წამახალისებელი პროგრამის მხარდასაჭერად მიმართავს

„გადაიღე საქართველოში“ – პროგრამის ფარგლებში ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი და ამავე უწყების მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ანა კვარაცხელია ავიაკომპანიის წარმომადგენლებს კინოინდუსტრიის ხელშეწყობის სახელმწიფო ინიციატივას -„გადაიღე საქართველოში“ გააცნობენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ მიზანს აუდიტორიისათვის პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ დეტალურად გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა წარმოადგენს.
სამინისტროსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ავიაკომპანიებს მიმართავენ ინიციატივით, მხარი დაუჭირონ ახალ, კინოინდუსტრიის წამახალისებელ პროგრამას და საქართველოთი დაინტერესებულ საერთაშორისო პროდიუსერებს შესთავაზონ კინოგადაღებებში ჩართული პერსონალისთვის ხელსაყრელი პირობები.
შეხვედრას სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Lufthansa; Fly Dubai; Turkish Airlines; Air Astana; Ukraine International Airlines; China Southern Airlines; Air Arabia; Qatar Airways; Aeroflot, Air Baltic.
მთავრობის ახალი პროგრამის განხორციელებისას მოსალოდნელია ტურისტების ნაკადის მატება და საქართველოს ცნობადობის გაზრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები