ავღანეთში მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, პოლიციის საწვრთნელ ბანაკთან მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა Khaama Press იუწყება. ათზე მეტი ადამიანი დაიჭრა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.