რუსმა სამხედროებმა საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ჯონჯოლის საკრებად იყვნენ წასული.
საჩხერის გამგებლის მალხაზ ბაზაძის ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.
„დაკავებულები საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის მკვიდრები არიან. მათ საბუთები არ აღმოაჩნდათ“, – განუცხადეს სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. მესაზღვრეების პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები