ევროკომისიის პრეზიდენტი – თუ ანკარა ვალდებულებებს არ შეასრულებს, სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით შეთანხმება ჩაიშლება

თუ ანკარა ვალდებულებებს არ შეასრულებს, სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით შეთანხმება ჩაიშლება, განცხადება ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისივე განცხადებით, თურქეთი ვალდებულია, რომ ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა უზრუნველყოს, თუმცა ამას ჯერჯერობით არ აკეთებს. უფლებადამცველები კი ანკარას ანტიტერორისტული კანონის ჟურნალისტებისა და ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებაში ადანაშაულებენ, თუმცა თურქეთის მთავრობა უარყოფს და აცხადებს, რომ ტერორისტებთან ბრძოლისთვის აუცილებელია ამ კანონის სიმკაცრე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები