ბრაზილიის პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენებას 55-მა სენატორმა დაუჭირა მხარი

ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 55-მა სენატორმა დაუჭირა, 22 კი წინააღმდეგი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეფს დროებით ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ტემერი ჩაანაცვლებს. აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, სასამართლოს წინაშეც წარდგეს, რადგანაც მას სახელმწიფო ბიუჯეტში დეფიციტის ზრდაში ადანაშაულებენ. მისი ოპონენტების განცხადებით, მან იცოდა კორუფციული სქემის შესახებ, რომლის მიხედვითაც ბრაზილიის უმსხვილესმა ნავთობკომპანია „პეტრობრასმა“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები მოიპარა. აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები