ბრაზილიის სენატმა პრეზიდენტ დილმა როუსეფს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა

ბრაზილიელმა სენატორებმა პრეზიდენტ დილმა როუსეფს უფლებამოსილება ნახევარი წლით შეუჩერეს. იმპიჩმენტს ხმა 55 სენატორმა მისცა, წინააღმდეგ – 22 ადამიანი გამოვიდა. კანონმდებლობით, როუსეფისთვის უფლებამოსილების დროებით შესაჩერებლად პალატის უმრავლესობის – 41 სენატორის ხმა იყო საკმარისი.
უცხოური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ბედის გადასაწყვეტად და განსახილველად სენატორებს 20 საათი დასჭირდათ. თავად დილმა როუსეფმა საპრეზიდენტო სასახლიდან საკუთარი ნივთები პირად რეზიდენციაში ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე გადაატანინა.
შეგახსენებთ, ბრაზილიაში ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა. დეპუტატები როუსეფს საგადასახადო დარღვევებთან კავშირში და საკუთარი თავის ხელახლა ასარჩევად საჭირო დაფინანსებისთვის სახელმწიფო სახსრების გამოყენებაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები