პუშკოვმა ლატვიის ხელისუფლებას „სარკეში უფრო ხშირად ჩახედვა“ ურჩია

სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსეი პუშკოვი ლატვიაში რუსეთის ელჩის, ალექსანდრე ვეშნიაკოვის საგარეო უწყებაში დაბარებას გამოეხმაურა.
„გაუგებარია რუსეთის ელჩის ვეშნიაკოვის დაბარება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი განცხადების შემდეგ, რომ ლატვიის მედიასაშუალებები რუსეთის დემონიზაციას ახორციელებენ. რიგამ სარკეში უფრო ხშირად უნდა ჩაიხედოს“, – ნათქვამია პუშკოვის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლატვიის საგარეო უწყებამ ალექსანდრე ვეშნიაკოვი სხვადასხვა საკითხზე მისი გამონათქვამების გამო დაიბარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები