ავსტრალია მალაიზიური თვითმფრინავის MH370-ის ნამსხვრევების აღმოჩენის შესახებ იუწყება

ავტრალიის და მავრიკიის სანაპიროზე აღმოჩენილია თვითმფრინავის ნამსხვრევები. ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ეს 2014 წელს გაუჩინარებული ავიალაინერის ნაწილებია. ამ ინფორმაციის მიხედვით, აღმოჩენილია თვითმფრინავის ძრავის ფრაგმენტები და პილოტის კაბინის ნაწილები.
ნამსხვრევების იდენტიფიცირების სამუშაოები გრძელდება. მოგვიანებით მალაიზიის საგამოძიებო ჯგუფი საბოლოო შედეგებს წარმოადგენს.
მალაიზიის თვითმფრინავის ნამსხვრევი 2015 წლის ივლისში კუნძულ რეიუნიონთან იპოვეს. დეკემბერში კი სხვა ნამსხვრევი მოზამბიკშიც აღმოაჩინეს. ავსტრალიაც და მალაიზიაც აცხადებენ, რომ ეს ნამსხვრევები დაკარგულ თვითმფრინავს ეკუთვნის. ავაკომპანია Malaysia Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 777, რომელიც კუალა-ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა, სამხრეთ-ჩინეთის ზღვის თავზე 2014 წელის 8 მარტს გაუჩინარდა. მის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები