ორი ბრიტანელი და ერთი მექსიკელი ევერესტზე ავიდნენ

სამი ალპინისტი – ორი ბრიტანელი და ერთი მექსიკელი ევერესტზე ავიდნენ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ბრიტანელი კენტონ კული და რობერტ ლუკასი და მექსიკელი დავიდ ლიანო ავიდნენ.
ალპინისტები მწვერვალზე მხოლოდ 15 წუთს იმყოფებოდნენ, ვინაიდან ჟანგბადი არ ჰყოფნიდათ. ორი დღით ადრე ალპინისტების მეორე შემადგენლობა მწვერვალს 100 მეტრით მიუახლოვდა, მაგრამ იქ ჟანგბადის ნიღბების გაუმართაობის გამო ვერ ავიდა. ევერესტზე პირველი ასვლის დღიდან მის ფერდობზე 200 ადამიანზე მეტი დაიღუპა. ყოველწლიურად ევერესტის დალაშქვრას 500-მდე ადამიანი ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები