საკონსტიტუციო კომისიის სხდომა სამუშაო ჯგუფების საქმიანობას დაგეგმავს

  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მორიგი სხდომა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარეობს. კომისიის ხელმძღვანელის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე გაგრძელდება მუშაობა საორგანიზაციო საკითხებზე – დაკომპლექტდება სამუშაო ჯგუფები, აირჩევენ ჯგუფების ხელმძღვანელებს და დაიგეგმება სამუშაო ჯგუფების საქმიანობა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს ევალება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის უზრუნველყოფა ორგანიზაციულად, მატერიალურად, ფინანსურად და განთავსების თვალსაზრისითაც. დავით უსუფაშვილის განცხადებით, უახლოეს ხანში შესაძლებელი იქნება სამუშაოები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში გაგრძელდეს.
საკონსტიტუციო კომისიის სხდომას ესწრებიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები