იტალიის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ მატეო რენცის მთავრობას ნდობა გამოუცადა, ასევე მხარი დაუჭირა ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მთავრობას ნდობა გამოუცხადა 369 დეპუტატმა, ხოლო 193-მა – წინააღმდეგ მისცა ხმა. მანამდე კანონპროექტს მხარი დაუჭირა იტალიის სენატმა. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიიდან შვილად აყვანის შესახებ ერთსქესიანთა უფლება ამოიღეს. ამის გამო იტალიის ლგბტ საზოგადოებამ კანონს „მოღალატეობრივი“ უწოდა. აქამდე იტალია ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალული იყო. ამის გამო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ადამიანის უფლებათა დარღვევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები