ერაყში „ბოევიკებმა“ ათობით ადამიანი ცოცხლად დამარხეს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ათობით თანამებრძოლი დეზერტირობისთვის ცოცხლად დამარხეს. ამის შესახებ გამოცემა AhlulBayt იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ამგვარი წესით მათ, საერთო ჯამში, 35 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. ამ პირებმა ქალაქ ბაშირთან ერაყის ჯარის შეტევის დროს პოზიციები მიატოვეს. დეზერტირები ქალაქ მოსულთან ცოცხლად დამარხეს. ერაყის ძალებმა ქალაქი ბაშირი აიღეს. ბოლო დროს ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე წარმატებული ოპერაცია განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები