ეუთომ მთიან ყარაბაღში მონიტორინგი განახორციელა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის და სომხეთის შეიარაღებული ძალების დაპირისპირების ხაზზე მონიტორინგი ჩაატარა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონიტორინგი გერანბოისკის რაიონში ჩაატარეს. რაიმე სახის ინციდენტი არ დაფიქსირებულა.
სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, მონიტორინგში აზერბაიჯანული და სომხური მხარის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ეოთოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მთიან ყარაბაღში მონიტორინგი რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები