ავღანეთში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ნანგარხარის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 23 დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მეთაურის სახლთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. სამხედრო მაღალჩინოსანი „თალიბანისა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ იბრძოდა. მომხდარზე არცერთ დაჯგუფებას ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები