ეთიოპიაში წყალდიდობას და მეწყერს 50 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა ეთიოპიაში ძლიერი წყალდიდობის და მეწყერის შედეგად. წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეულია გზები და ხიდები, ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. წყალდიდობის გამო სოფლებში საქონელიც დაიხოცა. ეთიოპიაში ამჟამად ყველაზე სერიოზული გვალვაა ბოლო 50 წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ქვეყნის სხვადასხვა რაიონში დროდადრო ძლიერი წვიმა მოდის, რაც ინფრასტრუქტურას ანადგურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები