„ბი-ბი-სი“ – აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს ტრამპი და კლინტონი დაუპირისპირდებიან

„ბი-ბი-სის“ ანალიტიკოსების ვარაუდით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება, ერთმანეთს ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან.
ტრამპი „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატია, ხოლო კლინტონი – „დემოკრატების“.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ კლინტონის და ტრამპის კონკურენტებს თეორიული შანსები რჩებათ, ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ ტრამპის და კლინტონის დაპირისპირება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. გამოცემა ასევე წერს, რომ კლინტონი და ტრამპი საარჩევნო კამპანიაზე, საერთო ჯამში, მილიარდ დოლარამდე დახარჯავენ, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰილარი კლინტონის გაპრეზიდენტება თითქმის გადაწყვეტილია. ამ შემთხვევაში ის აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები