ბაღდადში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. დაჭრილია 100-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ტერორისტული აქტი შიიტებით დასახლებულ რაიონში, სადრ-სიტიში მოხდა.
მედიის ცნობით, ადგილობრივ ბაზართან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ტერორისტული აქტის მომენტში იქ ხალხმრავლობა იყო. რამდენიმე დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ეს ბოლო დროს ბაღდადში მომხდარი ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები