ბაღდადის სიახლოვეს აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა

050414-A-3240S-026

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სიახლოვეს მომხდარ აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. „ფრანს-პრესის“ ცნობით, მადინათ-ეს- სადრის რაიონში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ეს რაიონი, ძორითადად, შიიტებით არის დასახლებული. აფეთქება ბაზართან მოხდა, სადაც იმ დროს ხალხმრავლობა იყო. სააგენტოები იუწყებიან, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები