თურქეთში ანკარის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს

თურქეთში ანკარის 13 მარტის ტერაქტში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა. როგორც თურქეთის უსაფრთხოების სამსახურში სააგენტო „ანადოლუს“ აცნობეს, ორი პირი ანკარის პროვნიციაში, ხოლო ორი ყარსისა და სტამბოლის პროვინციებში დააკავეს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ანკარის ტერაქტზე დაკავებები გაგრძელდება. თურქეთი ტერაქტის ორგანიზებაში „ქურთთა მუშათა პარტიას“ ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები