იერუსალიმში აფეთქების შედეგად ებრაელი სამხედრო მძიმედ დაიჭრა

ებრაელი ოფიცერი დაიჭრა იერუსალიმის სიახლოვეს, სოფელ ხიზმესთან მომხდარი აფეთქების შედეგად.
როგორც ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესცენტრი იუწყება, ხიზმეს სიახლოვეს პატრულმა საეჭვო ნივთი შენიშნა. როდესაც ოფიცერი და რამდენიმე ჯარისკაცი მას მიუახლოვდნენ, აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ოფიცერი მძიმედ დაიჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილას დამატებითი სამხედრო ქვედანაყოფები მივიდნენ. ისინი სხვა ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები