ევროკავშირის საბჭო დღეს უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავს

ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფი დღეს უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის მინიჭების ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ წინადადებას განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, მინისტრების დონეზე ეს საკითხი 20 მაისს იქნება განხილული.
„ეს არის მოსამზადებელი სხდომა ექსპერტების დონეზე. ამის შემდეგ ეს საკითხი მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტში იქნება განხილული“, – განაცხადეს ევროკავშირის საბჭოში.
გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულება დადებითად შეაფასა. რამდენიმე დღის წინ უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის წვერმა ანდრეი პლენკევიჩმა განაცხადა, რომ ევროკომისიის წინადადების განსახილველად ევროპარლამენტს სამი თვე დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები