ჯონ ქერი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის წინააღმდეგია

ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის წევრობა საერთაშორისო არენაზე მის პოზიციებს აძლიერებს. ამის შესახებ ტელეკომპანია „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა.
„ძლიერი და ერთიანი ევროპა, რომელშიც დიდი ბრიტანეთიც შედის, უფრო ძლიერ ევროპას და უფრო ძლიერ პარტნიორს ნიშნავს“, – განაცხადა ქერიმ.
მისი თქმით, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთი მომავალშიც ერთ-ერთი ლიდერის როლს შეასრულებს. ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება პატივს სცემს 23 ივნისის რეფერენდუმის შედეგებს, რომელმაც ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის წევრობის ბედი უნდა გადაწყვიტოს. ამასთანავე, ქერიმ არ დამალა, რომ აშშ რეფერენდუმის შედეგებს ყურადღებით დააკვირდება, ვინაიდან ორ ქვეყანას განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობები აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები