ერდოღანი – ჩვენი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სტრატეგიული მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი თურქეთს სავიზო რეჟიმს გაუმარტივებს, რაც ამ ორგანიზაციაში თურქეთის გაწევრიანებას გაამარტივებს.
რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა ევროკავშირი მწვავედ გააკრიტიკა ვიზების გაუქმებისთვის ზედმეტად ხისტი მოთხოვნებისთვის.
„სწორედ იმ დროს, როდესაც თურქეთი სხვადასხვა მხრიდან ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმის ობიექტი ხდება, ევროკავშირი ჩვენგან ტერორიზმის შესახებ კანონის შერბილებას მოითხოვს. ამიტომ ჩვენ ჩვენი გზით წავალთ, ხოლო თქვენ თქვენი გზით იარეთ“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 4 მაისს ევროკომომისიამ ევროკავშირს თურქეთის რესპუბლიკისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები