ეუთო მოუწოდებს ბელორუსიის ხელისუფლებას, სიკვდილით დასჯა გააუქმოს

ეუთო მოუწოდებს ბელორუსიის ხელისუფლებას, ქვეყანაში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადოს და შემდეგ ის საერთოდ გააუქმოს. ამის შესახებ ეუთოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„ძალზე შეშფოთებული ვარ ინფორმაციით ბელორუსიის მოქალაქის, სერგეი ივანოვის სიკვდილით დასჯის შესახებ და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც სერგეი ხმელევსკის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა“, – განაცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიუროს დირექტორმა მიხაელ გეორგ ლინკმა.
სერგეი ივანოვი, რომელიც სასამართლომ 19 წლის გოგონას გაუპატიურებაში და მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, აპრილის ბოლოს დასაჯეს სიკვდილით. მის ნათესავებს ამის შესახებ 1-ელ მაისს შეატყობინეს.
1990 წლიდან ბელორუსიაში 400 ადამიანი სიკვდილით დაისაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები