უკრაინაში ცხელი წყლის გადასახადი ორჯერ გაიზრდება

უკრაინაში 1-ლი ივლისიდან ცხელი წყლის გადასახადი გაიზდება. ცხელი წყალი ქვეყნის რეგიონის მიხედვით 61 – 80 გრივნა (50-70 თეთრი) ეღირება. აქამდე ერთი კუბური მეტრი ცხელი წყალი უკრაინაში 38-40 გრივნა ღირდა, ანუ ფასი გაორმაგდა. ცხელი წყლის გაძვირება ბუნებრივ აირზე ტარიფის მატებამ გამოიწვია.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა, ეს ფასის ბოლო მატებაა და მისი მიზანია ამ სფეროშო კორუფციის დაძლევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზზე ტარიფის გაზრდას მხარი უკვე დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები