აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში მდგომარეობის გამწვავების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა

აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ აპრილის დასაწყისში მთიან ყარაბარში დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ სააგენტო „ტრენდს“ სამხედრო პროკურორმა ხანლარ ველიევმა განუცხადა.
„აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან პროვოკაციის შედეგად დაიღუპნენ, რომელიც 2-5 აპრილს დაპირისპირების ხაზზე მოეწყო“, – განაცხადა ველიევმა.
მისი თქმით, ამჟამად სამხედრო პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.
ცნობისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა 2 აპრილს გამწვავდა. მხარეებმა ერთმანეთი დაბომბვებში დაადანაშაულეს. 5 აპრილს სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები