აშშ-ის ოკლაჰომის შტატში ტორნადოს გამო ორი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ოკლაჰომის შტატში ტორნადოს ორი ადამიანი ემსხვერპლა. Fox News-ის ცნობით, უინვუდის მახლობლად 70 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. კიდევ ერთი ცხედარი ჯონსტონის ოლქში იპოვეს. ტელეარხის ცნობით, სამი საცხოვრებელი სახლი დანგრეულია. შტატში მთავარი ავტომაგისტრალები გადაკეტილია. შტორმის ზონაში 41 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ტორნადომ შეიძლება მეზობელ ნებრასკის შტატშიც გადაინაცვლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები