ერაყში „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქლორიანი ჭურვები გამოიყენა
ერაყში ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ქურთისტანში ბრძოლის დროს ქურთთა შეიარაღებულ ძალებს ქლორიანი ჭურვები ესროლა. შეტევის შედეგად 6 ქურთი მებრძოლი დაშავდა. „შეტევა აბუ-შიტის რაიონში მოხდა. „ბოევიკებმა“ 12 რაკეტა გაუშვეს, რომლებიც მომწამვლელ ნივთიერებებს შეიცავდა“, – ნათქვამია ქურთთა ფორმირებების განცხადებაში.
ანალოგიური შემთხვევა კირკუკის პროვინციაშიც დაფიქსირდა. აქაც „ბოევიკებმა“ცეცხლი გახსნეს ნაღმმტყორცნებიდან, რომელთა ჭურვები ქლორს შეიცავდა. რამდენიმე ქურთი მებრძოლი დაშავდა.