სომალიში თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის ორი ოფიცერი მოკლა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში საგზაო პოლიციის ქვეგანყოფილებასთან ტერაქტი მოხდა. თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას პოლიციის ორი ოფიცერი ემსხვერპლა. ტერორისტული შეტევის შედეგად სამი პოლიციელი დაიჭრა. ამ დროისთვის არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია. სომალიში ტერორისტული დაჯგუფება „აშ-შაბაბი“ მოქმედებს, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები