ხარკოვში პატრიოტულ ორგანიზაციებსა და კომუნისტებს შორის შეტაკებები მოხდა – ვიდეო

ხარკოვში, დიდების მემორიალთან, პატრიოტულ ორგანიზაციებსა და კომუნისტებს შორის შეტაკებები მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ადამიანმა უკრაინის ნაციონალური დროშის დახევა სცადა. უკრაინული მედიის ცნობით, შეტაკება იმ დროს მოხდა, როდესაც პირთა ჯგუფი მონუმენტთან მივიდა, რათა ის გვირგვინით შეემკო. სწორედ ამ დროს ადამიანებმა გეორგიევკის ლენტებით მათ ხელიდან უკრაინის დროშა გამოსტაცეს და გაიძახოდნენ: „დიდება საბჭოთა კავშირს“! შეხლა-შემოხლის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები