ჩინეთში მეწყერის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა და 20 უგზო-უკვლოდ დაიკარგა – ვიდეო

ჩინეთის ფუძიანის პროვინციაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა და კიდევ ამდენივე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ტელეკომპანია CCTV იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, მეწყერმა საერთო საცხოვრებელი დაფარა, სადაც ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ცხოვრობდნენ. მეწყერის მიზეზი კოკისპირული წვიმები გახდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა დაშავებულებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების გაგრძელება მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები