ავღანეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა

ავღანეთში ავტობუსების და ბენზინმზიდის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქაბულის და ქალაქ ყანდაარის დამაკშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. სამივე ავტომობილს შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები