თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში აფეთქების შედეგად სამი სამხედრო დაიღუპა

სამი სამხედრო დაიღუპა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ტერაქტის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს – პრესი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით ბომბი იმ მომენტში აფეთქდა, როდესაც სამხედროები მის გაუვნებელყოფას ცდილობდნენ. თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითნაკეთი იყო და „ქურთთა მუშათა პარტიის“ „ბოევიკებმა“ ააფეთქეს. ნუსაიბინის რაიონში, სადაც ბომბი აფეთქდა, თურქული არმია „ქურთთა მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს. კვირას ამ დაჯგუფების შვიდი წევრი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები