ფილიპინებზე საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ფილიპინებზე დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ასევე დღეს აირჩევა ვიცე-პრეზიდენტი, სენატორი და კიდე 18 ათასი ადგილობრივი ჩინოვნიკი.
პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის ხუთი კანდიდატი.
გამოკითხვის მიხედვით, ლიდერობს როდრიგო დუტერტე, რომელიც 22 წლის განმავლობაში ქალაქ დავაოს მერის თანამდებობას იკავებდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს დუტერტემ რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა. ერთ-ერთის მიხედვით, ის რამდენიმე ათასი პატიმრის სიკვდილით დასჯას აპირებს. როდრიგო დუტერტეს მოწინააღმდეგეები კი აცხადებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს დაანგრევს და ფილიპინებს დიქტატურაში დააბრუნებს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფილიპინების სხვადასხვა რაიონში 15 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები