სვერდლოვსკის ოლქში ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ სუხოი ლოგში ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „რბკ“ სვერდლოვსკის ოლქის საგენგებო სიტუაციათა სამსახურზე დაყრდნობით წერს.
დაღუპულთა შორის ხუთი ბავშვია. გამოძიების ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა გახდა. დაღუპულთა ცხედრებზე ძალადობრივი სიკვდილის კვალი არ აღინიშნება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა მამაკაცმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გადარჩენა მოახერხა, ის ფანჯრიდან გადმოძვრა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები