გროზნოში ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

გროზნოსთან, საკონტროლო-გამშვები პუნქტის სიახლოვეს მომხდარი ტერაქტის შედეგად ერთი პოლიციელი და ორი „ბოევიკი“ დაიღუპა.  ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
მათივე ცნობით, აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც პოლიციელები საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან პოლიციის ავტომობილის შემოწმებას აპირებდნენ. სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, ხოლო მეორე პოლიციელებმა მოკლეს.
გროზნოში 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები