სირიაში გატაცებული სამი ესპანელი ჟურნალისტი თავისუფალია

სირიაში გატაცებული სამი ესპანელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს.
რეპორტიორი ანტონიო პამპლიეგა, ფოტოკორესპონდენტი ხოსე მანუელ ლოპესი და ოპერატორი ანჰელ სასტრე სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან.
ჟურნალისტების გათავისუფლებაში მონაწილეობა თურქეთმა, ყატარმა და სხვა მოკავშირე ქვეყნებმა მიიღეს.
ესპანელი ჟურნალისტები გასული წლის ივლისში, სირიის ქალაქ ალეპოში გაიტაცეს. ისინი ქალაქის იმ ნაწილში იმყოფებოდნენ, რომელსაც ექსტრემისტული დაჯგუფება „ჯაბჰათ ალ-ნუსრა“ აკონტროლებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები