ავღანეთში ნატოს ორი ჯარისკაცი მოკლეს

ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში ნატოს ორი ჯარისკაცი მოკლეს.
თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც კოალიციური ძალების სამხედროები ადგილობრივ პოლიციელებს წვრთნიდნენ. მათ ცეცხლი ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის ფორმაში ჩაცმულმა ორმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა,რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
გადარცვლილი სამხედროები რუმინეთის მოქალაქეები არიან. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები