კაიროში სროლის შედეგად 8 სამართალდამცავი დაიღუპა

კაიროში სროლის შედეგად 8 სამართალდამცველი დაიღუპა.
ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა დედაქალაქის სამხრეთში პოლიციის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.
პასუხისმგებლობა ინციდენტისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები