მოსკოვში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

მოსკოვის პოლიციის თანამშრომლებმა რუსეთის დედაქალაქში ქართველი „კანონიერი ქურდი“ გიორგი ზარანდია, მეტსახელად „გია გალსკი“ დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, 36 წლის ზარანდია რუსეთში არალეგალურად იმყოფებოდა. შუკინოს რაიონის სასამართლომ ის დააჯარიმა და რუსეთიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გამოცემა Life-ის ინფორმაციით, „გია გალსკი“ 2014 წელს, ერთხელ უკვე გააძევეს რუსეთიდან. „როსბალტის“ ცნობით, „გია გალსკიმ“ „კანონიერი ქურდის“ „წოდება“ 2012 წელს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები