მექსიკაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

მექსიკის სანაპიროსთან 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სან-პატრისიოდან 114 კილომეტრში მდებარეობდა. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 17 აპრილს დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა კიდევ ერთ ლათინოამერიკულ ქვეყანაში – ეკვადორში. მისმა მაგნიტუდამ 7,8 შეადგინა. სტიქიის შედეგად 659 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები